ცოტახნის წინ უკრაინულმა გამოცემა Strana-მ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს დაშორების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ”დაკავებული სააკაშვილის სანახავად თავდაპირველად ლიზა იასკო ხშირად ჩადიოდა თბილისში, მის მხარდასაჭერად არაერთი ვიდეო შეტყობინებები ჩაწერა. მაგრამ შემდეგ მათი ურთიერთობა ნაწილობრივ გაცივდა. უკვე წელიწადია, რაც იასკოს მისთვის ციხეში არ მიუკითხავს. სააკაშვილთან კონტაქტსაც კი არ ინარჩუნებს” – წერდა გამოცემა.
ჩვენმა ბლოგმა მართლაც გადაავლო თვალი ლიზას სოციალურ ქსელში აქტივობას, მისი ბოლო პოსტი მიხეილ სააკაშვილზე 11 თებერვლით თარიღდება, მას შემდეგ კი მიშაზე მას ერთი სიტყვაც არ დაუწერია. გთავაზობთ ლიზა იასკოს ბოლო პოსტს:
”თითქმის არასდროს ვდებ მსგავს ვიდეოებს ან ფოტოებს. იმიტომ, რომ ეს საშინელებაა. მაგრამ ახლა ხელახლა დავდებ. ეს კადრები CNN-მა გაავრცელა. ვიდეოში მიშა 2022 წლის ოქტომბერში. დღეს თებერვალია :(((” – დაწერ იასკომ და კადრები გააზიარა.