მსახიობი, ზურა ყიფშიძე:
– საშინელება იყო, ადამიანებო, ეს რა ვნახე… გენაცვალე, კარგი პატრულიც გვყავს, ცუდიც, ისევე, როგორც ყველგან და ყველაფერშია კარგი და ცუდი, მაგრამ ამ წუთას კარგს რა მათქმევინებს?! ეს ცემა-ტყეპა ისეთი საშინელება იყო, არ ვიცი, რა ვთქვა!ადამიანის ცემას რომ უყურებ, ისედაც საშინელებაა, მაგრამ ის, რომ იცი, ადამიანი ავად არის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს თუ კაცს ასე გამეტებით ურტყამენ,
საერთოდ ჭკუიდან გადახვალ…24 იანვარს მედიასაშუალებებში ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს თავში და სახის არეში სამართალდამცველი არასრულწლოვანს, რომელიც 17 წლის შშმ პირია… მომხდარმა საზოგადოების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია.
წყარო:statiebi.club