ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანამდე.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან – 33 წლის ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი შვილი – ორი ბიჭი და ერთი გოგონა, ხოლო ბანძელაძის მეუღლე, 30 წლამდე ასაკის ქალი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბანძელაძეების ოჯახი ქუთაისიდანაა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბაქარ ბანძელაძე წლების მანძილზე საზღვარგარეთ მუშაობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. წყვილს გუშინ ქალიშვილის იუბილე ჰქონდათ, რომელიც ბაკურიანში აღნიშნეს. საზარელი ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ბანძელაძეები იქიდან ბრუნდებოდნენ.
ეს ის მამა და 3 შვილია, რომლებიც დღეს მანქანით მდინარეში გადავარდნენ და დაიღუპნენ, მეუღლე კი უმძიმესადაა… (ფოტოები)
0
Share.