“ეს ვიდეო მე არ გამომიქვეყნებია, ტელეფონი უყურადღებოდ დამრჩა და…” – რა ვიდეო გამოუქვეყნეს გვანცა დარასელიას (ვიდეო)

0

ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავს: უფროსი ერეკლე და უმცროსი – ლილე, რომელიც გვანცამ ქვეყნად მეუღლის ვახო მჭედლიძის დაბადების დღეზე მოავლინა. ჟურნალისტი დიდ დროს უთმობს შვილებთან ურთიერთობას და სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს მათ ფოტოებსა, თუ ვიდეოებს.
როგორც ჩანს, უმცროსმა გოგონამ დედის უყურადღებოდ დატოვებული ტელეფონით ისარგებლა და ჩუმად „სთორი“ დადო. ვიდეოში ლილე სოციალური ქსელის მომხმარებლებს მიმართავს და ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ იბანავა, ახლა თმა უნდა გაიშროს და დაიძინოს. როგორც ჩანს, მოგვიანებით გვანცამ ახალი „სთორი“ შეამჩნია და „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს დაუწერა, რომ წინა ამბავი მისმა გოგონამ ჩუმად დადო.

ვიდეო:

Share.