საშინელი ავარია მოხდა ცოტახნის წინ სოფელ შავშვებთან, გორი-იგოეთის მონაკვეთზე. სამწუხაროდ ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 კი დაშავდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. გარდაცვლილია ექიმი ვალერი ნინიკაშვილი, მისი მეუღლე, შვილი და დედა.
ექიმი ვალერის მეორე შვილი, რომელიც ამავე ავტომობილში იყოფებოდა, მძიმედ დაშავდა. ის თავდაპირველად “გორმედში” გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, ახლა კი მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.
“ჩემო ვალერი, ჩემო თეა, როგორ მენანებით… რა ლამაზი ოჯახი იყავით და როგორ მეამაყებოდით” – წერს ოჯახის ახლობელი.
წყარო: daqali.club