“ეს დაავადება დაუდასტურდა კალაძეს..” – ნახეთ რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და რამდენად საშიში დაავადებაა

0

თბილისის მერი, კახა კალაძე ბოლო დღეებში, მისი გაუჩინარების მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და წერს, რომ ამ ეტაპზე, სამედიცინო კვლევებზე იმყოფება.
“მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.
თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია:
დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.
ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.
შეხვედრამდე!”- წერს კახა კალაძე.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია თუ რას ნიშნავს ეს დაავადება და რამდენად საშისია ის ადამიანისათვის:
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წარმოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო. დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს:

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
მაღალი არტერიული წნევა;
ათეროსკლეროზი;
ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია;
არტერიების გასკდომა;
სისხლძარღვების ანთება;
შაქრიანი დიაბეტის დროს ტვინის წვრილი არტერიების დაზიანება;
ხერხემლის არტერიების შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია დისკის თიაქარით;
ლავიწქვეშა არტერიის შეკუმშვა კისრის ჰიპერტროფირებული კუთების გავლენით.

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

თავბრუსხვევა;
ამინიდის ცვლილების მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
გულისრევა;
ღებინება;
ოფლიანობა;
გულისცემის ცვლილებები;
არტერიული წნევის ცვლილებები;
უხერხული შეგრძნება კიდურებში;
სწრაფად დაღლა;
სისუსტე
ზუსტი დიაგნოზის შემთხვევაში და თანამედროვე, სრული მკურნალობის პირობებში დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია.

კახა კალაძე ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.წყარო:geoambebi.com

Share.