“ეს არის ის არაკაცი, შენ უნდა გეყაროს გულზე შავი მიწა როგორც იმ დედას და პატარა ანგელოზებს აყრიათ..” – ნახეთ შოთო სიხარულიძეს პოლიციაში უჩივლეს (ვიდეო)

0

ქართველი ემიგრანტებისთვის ინტერნეტელევიზიის დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბათუმში გლოვის დღეს ერთ-ერთი მოქალაქე ბარში ხმამაღლა უსმენდა მუსიკას. ამ ყველაფერმა შოთო სიხარულიძე განარისხა და ყველაფერი ტელეფონით გადაიღო. საბოლოოდ მამაკაცმა შოთო სიხარულიძეს პოლიციაში უჩივლა.
აი, ეს გახლავთ ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო ის არაკაცი, არაადამიანი რომელსაც ძველ ბათუმში მდებარე the cord ბარში 2021 წლის 11 ოქტომბერს, გლოვის დღეს, მუსიკა ბოლო ხმაზე ჰქონდა ჩართული …

შე ნაგავო არაკაცო, შენ როგორ გქვია ქართველი, შენ რა იცი რა არის ტკივილი და რა არის გლოვის დღე. შენი ამაზრზენი საქციელით პირველ რიგში მიცვალებულებს მიაყენე შეურაცხყოფა იმ ანგელოზი ბავშვების სულებს რომლებიც 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაიღუპნენ…

შენ ხარ ნაგავი არაადამიანი, 3 დღეა ქართველ ემიგრანტებს ცრემლები ახრჩობთ 3 დღეა ძილი არ იციან რა არის, იმიტომ რომ გარდაცვლილი დედა შვილების სულებისთვის ლოცულობენ და სანთლებს ანთებენ და შენ კიდე ამ დროს გამოდიხარ და ბოლო ხმაზე რთავ მუსიკას…

შენ ამის მერე ადამიანი გქვია? ადამიანად მიგაჩნია შენი თავი? ის ბავშვები კი არა შენ უნდა იწვე დღეს იმ დედა – შვილების ადგილას და შენ უნდა გეყაროს გულზე შავი მიწა როგორც იმ დედას და პატარა ანგელოზებს აყრიათ შე ნაბი##არო არაკაცო …

პ.ს. ემიგრანტებო მაპატიეთ, ემოციებისთვისა და ცენზურის დარღვევისთვის…
ვიდეო:

წყარო – digest

Share.