“ეს არიან ნაძირალები ვინც ეს ანგელოზივით ბიჭი მოკლეა, თავში ურო ურტყეს და..” – ნახეთ მკვლელების ფოტოები გავრცელდა

0

25 წლის გი­ორ­გი მირ­ზაშ­ვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის საქ­მემ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ახალ­გაზ­რდა ბიჭი რუს­თა­ვი­დან იან­ვარ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და და იმ დრო­ი­დან არა­ვინ იცო­და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭი სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი იქ­ნე­ბო­და და რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მის ცხე­დარს ჭაში ჩა­ა­ბე­ტო­ნებ­დნენ. ყვე­ლა­ზე მძი­მე ის არის, რომ ამ შემ­ზა­რავ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა, 24 წლის გი­ორ­გი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლის ნა­თე­სა­ვია.
უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის ფან­ტა­ზია უფრო შორს წა­ვი­და, ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის და ცხედ­რის და­მარ­ხვის შემ­დეგ, ისი­ნი კვა­ლის არე­ვას შე­უდ­გნენ. გი­ორ­გის “ფე­ის­ბუკ­ში” შე­ვიდ­ნენ და მე­სენ­ჯე­რით მოკ­ლუ­ლის დე­დას, მკვლე­ლო­ბის მე­ო­რე დღეს,

შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს. თით­ქოს გი­ორ­გი წერ­და დე­დას, რომ მო­ნას­ტერ­ში მი­დი­ო­და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით და მას­ზე არ ენერ­ვი­უ­ლა, მისი ძებ­ნა არ და­ე­წყო. ბი­ჭის დედა ემიგ­რა­ცი­ა­შია, ის ის­რა­ელ­შია სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი და დე­დას ეგო­ნა, რომ შვი­ლის­გან იღებ­და მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბას. რას წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მისი შვი­ლი ამ დროს მოკ­ლუ­ლი იყო და მისი სა­ხე­ლით სხვე­ბი წერ­დნენ შე­ტყო­ბი­ნე­ბას, შვი­ლის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ კი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდიდ­ნენ.

უფრო მე­ტიც, ერთ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი თურ­მე ნა­თე­სა­ვებ­თან მი­დი­ო­და და კი­თხუ­ლობ­და გი­ორ­გის ად­გილ­სამ­ყო­ფელ­ზე ხომ არ იცოდ­ნენ რამე.

გი­ორ­გი რამ­დე­ნი­მე თვე რომ არ გა­მოჩ­ნდა, ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა ატე­ხა გან­გა­ში და პო­ლი­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კი და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნეს, ცხე­დარ­საც მი­აგ­ნეს, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბიც და­ა­კა­ვეს და საქ­მის უმ­ძი­მე­სი დე­ტა­ლე­ბიც გა­ცხად­და.
“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ი­სა და კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ს. და 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი უ.ბ. ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში, ნაც­ნო­ბი, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. ქა­ლაქ რუს­თა­ვი­დან გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, გ.ს.-ს სახ­ლში წა­იყ­ვა­ნეს. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტი­სას გ.მ. მოკ­ლეს, რის შემ­დე­გაც კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ცხე­და­რი სოფ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, ჭაში ჩა­აგ­დეს, ჭა ქვე­ბი­თა და ბე­ტო­ნით ამო­ავ­სეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის გ.მ.- ს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და მიმ­დი­ნა­რე წლის 22 მა­ისს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ გ.ს. და უ.ბ. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ხით და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის “ი” ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს”, – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამ უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან 24 წლის გი­ორ­გი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი და მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი 27 წლის უშან­გი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ბიჭს დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან წარ­სულ­ში უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და, ის კა­ხეთ­ში მო­ტყუ­ე­ბით ჩა­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი თა­ვის არე­ში უროს ჩარ­ტყმით მოკ­ლეს.
რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და საქ­მე­ში უკვე დევს მისი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა. დამ­ნა­შა­ვემ პო­ლი­ცია მი­იყ­ვა­ნა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლა­საც და ჭი­დან ამო­ი­ღეს სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი, რო­მე­ლიც ისე იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მისი ამოც­ნო­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. მხო­ლოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დნმ-ის ექ­სპერ­ტი­ზით და­დას­ტურ­და, რომ მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი მირ­ზაშ­ვი­ლია. ცხე­და­რი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, რომ გუ­შინ მი­ა­ბა­რეს მი­წას ისე, რომ შვი­ლის დაკ­რძალ­ვას ვერ ჩა­მო­უს­წრო ის­რა­ე­ლი­დან დე­დამ… დე­დამ, რო­მელ­საც ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მო­უკ­ლეს.

“ღმერ­თო, რა მწა­რე დღე გა­თენ­და, ჯერ კი­დევ ვერ მოვ­დი­ვარ გონ­ზე, გიო, ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი ჰქონ­დეს შენს ლა­მაზ სულს.გა­უ­თა­ვებ­ლად, სამ­ყა­როს დას­რუ­ლე­ბამ­დე შე­მიძ­ლია მას­ზე ვი­სა­უბ­რო, ისე­თი ადა­მი­ა­ნი იყო”, – ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი.

გი­ორ­გის მე­გო­ბა­რი:

– გი­ორ­გი ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო. გუ­შინ დავ­კრძა­ლეთ.

ცინ­კის კუ­ბო­თი მო­ას­ვე­ნეს და ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ცხე­და­რი, რომ მისი გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, ამი­ტომ ჩვენ, მის­მა მე­გობ­რებ­მა და დე­დის მე­გობ­რებ­მა, ნა­თე­სა­ვებ­მა დავ­კრძა­ლეთ.

გი­ორ­გი 5 თვე იყო და­კარ­გუ­ლი. მის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დე­და­მი­სის ბი­ძაშ­ვი­ლის შვი­ლი – გი­ორ­გი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლია, მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლია უშან­გი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. ორი­ვე დამ­ნა­შა­ვე ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლია. დე­და­მი­სის ბი­ძაშ­ვი­ლის შვილ­თან მას ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, სულ ერ­თად იყ­ვნენ, ახლა ბი­ჭე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო დრო­საც სულ ერ­თად იყ­ვნე­ნო, იმ ბიჭს, სეხ­ნი­აშ­ვილს პრობ­ლე­მე­ბი რომ ჰქონ­და, გიო ეხ­მა­რე­ბო­და, იმ დღეს რა მოხ­და და რა­ტომ გა­ი­მე­ტეს ასე სა­დის­ტუ­რად მო­საკ­ლა­ვად, არ ვიცი. სი­მარ­თლე იცის მხო­ლოდ მოკ­ლულ­მა და იმ დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა. სეხ­ნი­აშ­ვი­ლიც რუს­თა­ვე­ლია, სახ­ლშიც მი­დი­ო­და გი­ორ­გის­თან, ერ­თა­დაც სე­ირ­ნობ­დნენ, თით­ქმის ტო­ლე­ბი არი­ან. გი­ორ­გი 25 წლის იყო.


წყარო:ambavi.club

Share.