ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი “ქართული ოცნების” წევრია. ინფორმაციას TV “პირველი” ავრცელებს.
“პირველების” მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ რაფაელ მურსაკულოვი მთაწმინის ოლქში, საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლად, 2021 წლის 23 აგვისტოს დანიშნეს – ანუ სასტიკი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში.
TV “პირველი” ასევე ავრცელებს ფოტომტკიცებულებას, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, საარჩევნო შტაბშია გადაღებული. მურსაკულოვი ოცნების წევრთან პოზირებს.
როგორც ირკვევა, 33 წლის ბრალდებული მმართველ პარტიასთან საკუთარ კავშირს არ მალავდა, რაფაელ მურსაკულოვს facebook-ის პირად გვერდზე სამუშაო ადგილად “ქართული ოცნება” აქვს მითითებული.