“ერთ დღეს ფეისბუქზე ნინი ქარსელაძემ მომწერა..” – ნახეთ ნინიზე ეს არავინ იცოდა.რა თქვა ანიტას ბებიამ

0

პატარა ანიტა ფაცაციას ბებიამ რამდენიმე ხნის წინ ნინი ქარსელაძეზე პატარა განცხადება გააკეთა და გაიხსენა თუ როგორ ეხმარებოდა ნინი ქარსელაძე მას.
თამუნა გლურჯიძე: – დღეს წავიკითხე, რომ ხათუნა ჟორდანიამ მძიმე სენი დაამარცხა. განსაკუთრებით მას მერე, რაც გადავიტანე, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ მსგავს ბედნიერ ამბავს ზედმეტად ემოციურად ვიღებ და გულწრფელად მიხარია, რომ კიდევ ერთი ოჯახი გადარჩა იმ დიდ ტკივილს, რომლის ზიდვაც ძალიან, ძალიან ძნელია.

ამ პოსტს კი აი, რატომ ვწერ და მინდა ეს ბევრმა ადამიანმა იცოდეს:
ჩემი ანიტა ავად რომ იყო, იცით, რომ კლინიკას ვეძებდით, რომელიც მიიღებდა და გულს გადაუნერგავდა. ჩაკეტილი წრე იყო, ყველა მხრიდან უარი მოდიოდა. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

ასეთ დროს, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ ერთი თბილი და იმედიანი სიტყვაც ძალიან ბევრს ნიშნავს. გულს ის მიკეთებდა, რომ უამრავი ადამიანი მიკავშირდებოდა და ვისაც რაზეც მიუწვდებოდა ხელი, იმ ინფორმაციას მაწვდიდა იმ იმედით, რომ ეს რაიმეში მაინც წაგვადგებოდა.

ერთხელაც, “ფეისბუქზე”, ნინი ქარსელაძემ მომწერა, რომ ეცდებოდა, რითიც შეძლებდა, დამხმარებოდა. მაშინ მისგან გავიგე მისი დედიკოს ამბავი. ერთ ბედს ქვეშ ვიყავით – უსაყვარლესი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩნად ვიბრძოდით. მიუხედავად ამისა, ნინიმ გამონახა დრო და ცდილობდა ანიტასაც დახმარებოდა საავადმყოფოს მოძიებაში.

რაღაც პერიოდი ვკონტაქტობდით. მერე ისე მოხდა, რომ უამრავი ადამიანის მოწერილს შორის ნინის ჩატი ვეღარ ვიპოვნე და ასე დავკარგე.

ჰოდა, დღეს აქ მივულოცავ ამ დიდი გულის გოგოს დედიკოს გამოჯანმრთელებას და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას იმისთვის, რომ მისთვის უმძიმეს დროს, ჩემი გოგოსთვისაც იზრუნა, როგორც შეეძლო.

და მინდა თქვენც იცოდეთ, რომ ნინი, რომელსაც არც ვიცნობ, თუ იმ რამოდენიმე დღის მიმოწერას არ ჩავთვლით, ასეთი საოცარი ადამიანია და მიხარია, რომ დღეს უკვე ბედნიერია დედიკოს კარგად ყოფნით.

Share.