”ერთი წლის ვიყავი, როცა დედა საბერძნეთში წავიდა, ბებომ გამზარდა..” – ნახეთ რას ყვება შუშანა ბებოს შვილიშვილი

0

მარიამ ღუდუშაური და შუშანა ბებო დღეს ინტერნეტ-სივრცეში ყველაზე პოპულარული ბებია-შვილიშვილია. მათ ვიდეოებს ასიათასობით ნახვა აქვს, უამრავ ადამიანს შეაყვარეს თავი.
“საკმაოდ რთული ბავშობა მქონდა. ერთი წლის ვიყავი, როცა დედა საბერძნეთში წავიდა და ფაქტობრივად ბებოს და დეიდაჩემის ხელში გავიზარდე. ბებოსთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. დღესაც ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანია.

ყველაფერი იცის ჩემ შესახებ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დედაზე ახლო ურთიერთობა ბებოსთან მაქვს. საკმაოდ მოსიყვარულე და თბილი ბავშვი ვიყავი. ის სიყვარული, რაც დედის მიმართ უნდა გამომეხატა, ყველას მიმართ გამოვხატავდი და, ასე ვთქვათ, ვივსებდი დედის მონატრებას. ბებოს მეექვსე შვილიშვილი ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ. ბებოს ბავშობიდან ვაბრაზებდი, განსაკუთრებით, შოკოლადებზე.

როგორც აღვნიშნე, ბებომ გამზარდა, დედობრივ სიყვარულს და სითბოს მისგან ვიღებდი. ყველაფერი კარგი და ძვირფასი მახსოვს მისგან, ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა ჩემზე. ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და უსაზღვროდ მიყვარს.”- ამბობს მარიამი.

Share.