უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან ლოხიშვილი დაიღუპა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ქართველი ხერსონის მიმართულებით მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა.
ლევან ლოხიშვილი ცნობილი „ინფლუენსერის“ თამაზ ლოხიშვილის (თამაზას) ძმაა.
„ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით ძმებო“, – წერს თამაზ ლოხიშვილი.
ცნობილია, რომ მას მეორე ძმა 2001 წელს ავარიით დაეღუპა.