“ერთი დღით ადრე ბავშვის სახელს ვარჩევდით, რატომ დაგვტოვე ჩემო თიკო..” – ნახეთ ეს ის გოგონაა რომელიც დღეს ავარიას ემსხვერპლა

0

ქობულეთში სოფელ გვარასთან მომხდარი საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა.
როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში შემოვიდა, შემოყვანისთანავე ექიმებმა საკეისრო კვეთის ჩატარება გადაწყვიტეს. თუმცა, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ვერ მოხერხდა ბავშვის გადარჩენაც.
”ჩემო კეთილო და მშვენიერო გოგო, რა მალე დაგვტოვე, რატომ გაგვიმეტე ესეთი სიმწრისთვის, არ ვიცი რა ვთქვა ზეი, გული გამიქვავდა შენი ამბავი რომ გავიგე, სიტყვებს ვერ ვპოულობ რა ვთქვა, რით ვანუგეშო თავი ჩემო გამორჩეულო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი და შენი პატარას სული…” – წერს ახლობელი…

”მითხარით რომ ტყუილია გთხოვთ, არა რა, ჩემი თიკოოოო, წინა დღეს ბავშვის სახელს ვარჩევდით და დღეს რა შეგემთხვაააა” – წერს ახლობელი.

როგორც ირკვევა თიკო მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ…

წყარო:naxe.club

Share.