ეს პატარა სალოცავი წმინდა გიორგის სახელობისაა. როგორც ხედავთ, კარი არ აქვს. გადმოცემის თანახმად, რამდენჯერაც კარი დაკიდეს, ყოველჯერზე წმინდა გიორგი ისახებოდა და კარი უმალ ვარდებოდა. სწორედ ამიტომ მას “კარუგდებელი” უწოდეს. ეს სასწაულმოქმედი სალოცავი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში მდებარეობს.
23 ნომებერს და 6 მაისს, როცა გიორგობა აღინიშნება მრევლის ნაკადი არ წყდება. უმეტესობა ფეხშიშველი მიუყვება ხრიოკიან ძნელად სავალ გზას (ცენტრალური ტრასიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრია). გზა ამჟამად მოასფალტებულია. საოცარი სანახავია, როცა ძალიან ცივა, სუსხია და აი, ამ დროს ფეხშიშველი მომლოცველები ცხვრებითა და მამლებით ხელში მიუყვებიან რთულ, თუმცა სანუკვარი ოცნებების ახდენის გზას.
წყარო: ambioni.ge