“ერთადერთი თხოვნა მაქვს, სხვა არაფერი მინდა..” – ნახეთ მარიტა მელიქიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებულმა სასამართლოზე სულისშემძვრელი რამ თქვა

0

ბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში “ვა­კის პარკში” მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს
. სხდო­მას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც ეს­წრე­ბი­ან. ემოციური სიტყვით მიმართა მოსამართლეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა.
“უკვე მო­ვი­თხოვ, წარ­მო­ად­გი­ნოთ, რა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­გაჩ­ნი­ათ. რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნეთ “მა­ღა­ლი ძაბ­ვა“, ხომ არ მეშ­ლე­ბა? 220 და 380 ვოლ­ტი არ არის მა­ღა­ლი ძაბ­ვა. 360 ვოლ­ტი – ასე­თი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. ვი­მე­ო­რებ, მე მეს­მის, რომ არ გაქვთ სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის პა­ტიმ­რო­ბას ითხოვთ, კე­თი­ლი ინე­ბეთ და წა­ი­კი­თხეთ და ისე გა­ა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი, ძა­ლი­ან გთხოვთ.

თქვენ თუ გინ­დათ, რომ უბ­რა­ლოდ მე ვიყო პა­ტიმ­რო­ბა­ში, მი­თხა­რით და ვიქ­ნე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში.უბ­რა­ლოდ, ვერ გა­ვი­გე და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი რა სა­ფუძ­ვლით უნდა იყ­ვნენ პა­ტიმ­რო­ბა­ში? პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­სა­მარ­თლევ, მე მეს­მის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებთ და ვერ შე­მი­ფარ­დებთ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, მე ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩემი ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნაა – და­ნარ­ჩენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩვენ­ნა­ი­რად არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­უ­ძღვით და ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, მე ღმერ­თის წი­ნა­შე ნამ­დვი­ლად არ ვარ დამ­ნა­შა­ვე, გთხოვთ, ამ ადა­მი­ა­ნებს შე­უც­ვა­ლეთ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა. მეტი არა­ფე­რი მინ­და“, – მი­მარ­თა მანამდე კიდევ ერთხელ ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ მო­სა­მარ­თლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე 9 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან კომ­პა­ნია “გრინ­სერ­ვის პლუ­სის” ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი.

Share.