“ენა ჩამივარდა შოკირებული ვარ,ჩემთვის ვზივარ და პასუხს ვერ ვპოულობ..” – ნახეთ ნინი ქარსელაძის განცხადება

0

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად აქვეყნებს პირად ფოტოებს, სხვადასხვა საკითხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას ყოველთვის ღიად აფიქსირებს. ამჯერად ის ერთ-ერთი ვიდეოს ქვეშ წაკითხული აგრესიული კომენტარების შესახებ წერს:„სულ შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთი ვიდეოს (ნამღერის) კომენტარებში… სამწუხაროდ, წავიკითხე სრულად… გაოცებული ვარ… ენა ჩამივარდა… ჩემთვის ვზივარ და პასუხს ვერ ვპოულობ, რა დაგვემართა?! ერს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სიყვარულით, ერთმანეთის გვერდში დგომითა და მეგობრობით…

ასე როგორ შეგიძლიათ თქვენთვის უცნობ ადამიანს გული ატკინოთ? ასე მიწასთან გაასწოროთ და დაუნდობლად გაიმეტოთ მსგავსი უზნეობისთვის? მეც ბევრი რამე არ მომწონს თქვენი, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, ეს თქვენთვის სახალხოდ დამწერა და თან იმ სიტყვებით, რასაც თქვენ იმეტებთ. ღმერთო, დაგვიცავი ამ ხალხისგან, კორონა თუ არა, ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ!“ – წერს ნინი ქარსელაძე.
წყარო:dainteresdi.club

Share.