ინგა ბერიკაშვილი ელისო კილაძეს საგანგებო პოსტი მიუძღვნა. საკითხი ეხება მეუფე ნიკოლოზისთვის, ერთ-ერთი მაღაზიის მიერ, ძვირადღირებული ტელეფონის, “აიფონ 12”-ის საჩუქრად გადაცემას, რამაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.
“უბოროტესი დედაკაცია ეს არსება!!! საკმარისია ვინმე შეეპასუხოს ან პასუხი გაცეს ყველას იძულებს!
ან ამას ვინ ეკითხება, ან სხვებს მაღაზია ვის აჩუქებს ტელეფონს ან სხვა ქონებას, ან ვინ ეკითხება ვინმეს მე ჩემ მოძღვარს რას ვაჩუქებ?
მაგრამ ასე იცის ადამიანის დეგრადირებულმა არსებამ, რაც თვითონაა ყველაში და ყველაფერში მსგავსს რომ ეძებს და ხედავს!
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მამაოს ტელეფონი! რატომ მის ღვაწლზე არ საუბრობს ეს ხალხი მიწებს, რომ იცავს ან ბევრ ადამიანს რომ ეხმარება მამაო?
მაგრამ არა!
ოღონდ ეკლესიას დაესხან თავს და მეტი არაფერი აღელვებთ!
ამ ქალის სიბოროტეს კი ზღვარი არა აქვს! და ამ ქალზე ამაზრზენი ისინი ხართ, ვინც მასთან ურთიერთობთ მაგრამ მაშინ როცა უკვე ჩაგრეცხავენ! საცოდაობაა თქვენი ყურება, პლინტუს დაბლა საზოგადოების” – წერს ინგა ბერიკაშვილი.
ინგა ბერიკაშვილმა გიო რაზმაძის პოსტი გამოაქვეყნა, ცოტა რამ მეუფე ნიკოლოზის შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესო იყო:
მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი დაცინვისა და ლანძღვის ობიექტი გახდა. ეხლა ნება მიბოძეთ დავამატო თუ რა გააკეთა მეუფე ნიკოლოზმა თავის ეპარქიაში ( ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია). მაშ ასე:
1. დაარსა პირველი ქართული სკოლა და იმ რეგიონში სადაც ქართული არავინ არ იცოდა ჩაიყვანა თბილისიდან ქართულის მასწავლებლები და სომეხ ბავშვებს ქართული ასწავლა.
2. დააარსა ქართული ხელოვნებისა და კულტურის მუზეუმი რომელიც დააშენა საკუთარ სახლს (ჯამში გამოვიდა 80 მ2) მოიგო საერთაშორისო ტენდერი რომლის მეშვეობითაც ეს ახალნაშენი გაარემონტა და მალე გახსნის;
3. დააარსა ტურინის სუდარის მუზეუმი, გააკეთებინა ცნობილი ტურინის სუდარის უზუსტესი ასლი და დააბრძანა ამ მუზეუმში. ეს მუზეუმი თხოვა სულაკაურს და მოახატინა ისეთი უნიკალური მეთოდით რომლითაც საქართველოს კულტურას შემოუნახა უძველესი ტექნოლოგია;
4. მრევლის, ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით და პირადი ავტორიტეტით შეძლო და იწყებს შენებას პირველი ქართული ეკლესიის (ლავრის) შენებას ახალქალაქში. იქ ისეთი პატარა ტაძარი დგას, რომ კაცი ვერ მოტრიალდება. ფაქტიურად საკურთხეველია;
5. ყიდულობს (და ცდილობს იყიდოს) ადგილობრივი მოსახლეობის ნამოსახლევს, აკეთებს და შემდგომ კი შეჭირვებულებს ჩუქნის!!! წარმოიდგინეთ!. უკვე შეძლო და რამოდენიმე სოფელი ეპარქიას შემოუმატა (ფარავნის ტბაზე) ბოლოს როცა ველაპარაკე მითხრა როგორმე ღობე მაინც უნდა შემოვარტყა და ღვთის მადლით პატარა სახლები ავაშენო რომ იცხოვრებოდესო.
6. საკუთარ სახლში მოაწყო უნიკალური სამლოცველო. ამ სამლოცველოში აგროვებს წმინდანთა ნაწილებს: წმინდა გიორგის ნაწილები, წმინდა 40 სებასტიელთა წმინდა მარინეს, ეკატერინეს და ვინ მოსთვლის. ამბობს ეხლა, რომ ლავრას დავიწყებ იქ უნდა ჩავაყოლო რომ დამეხმარონ წმინდანები და ეს საშვილიშვილო საქმე დავასრულოო.
7. ხელმძღვანელობს რამოდენიმე საქველმოქმედო სკოლას და ორგანიზაციას. კიდევ ბევრია მარა რაც ვიცი იმას გიყვებით… ასეთ გარემოში უწევს მოღვაწეობა და დღედარამ ლოცულობს რომ ყველაფერი ქართული გააძლიეროს რეგიონში.
წერს გიო რაზმაძე.
დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ჩვენი მეუფე გაუძლებს ამასაც არაუშავს.წყარო:bednierebis.club