“დღეს ჩემი საყვარელი დღეა,გიორგის ხმამ გამაღვიძა..” – ნახეთ რას წერს გიორგი გილიგაშვილის და

0

გიორგი გილიგაშვილს, რომელიც საზოგადოებამ საფირმო ფრაზით – ჩემმა მზემ გაიცნო, სიმსივნე აღმოაჩნდა. მომღერლის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. გიორგი გილიგაშვილის და ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯარო პოსტებს ხშირად წერს და საზოგადოებას ყურადღებისთვის მადლობას უხდის.„ჩემო საყვარელო ადამიანებო, არ ვიცი როგორ აღვწერო ის განცდა რამხელა ბედნიერებაა როდესაც

გრძნობ უცნობებისგან,ნაცნობებისგან სიყვარულს,პატივისცემას ჩემი ძამიკოს და ოჯახის კარგად ყოფნის სურვილს… მიყვარხართ ძალიან…
და მადლობელი ვარ თქვენი ასეთი გამოხატული გვერდში დგომის გამხნევების, ლოცვის, სითბოსი და სიყვარულის, რომელმაც სასწაული მოახდიანა
დღეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი დღეა,გიორგის ტკბილმა ხმამ გამაღვიძა რომელიც ოპერაციის შემდეგ არ ჰქონდა… სასწაულების დავიჯეროთ…ღმერთი მოწყალეა…“ – წერს ნუცა გილიგაშვილი.
წყარო:daqali.club

Share.