“დღეს უმძიმესი დღეა, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით…” – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ხალხს

0

დღეს 2020 წლის პირველი სავსე მთვარეა -სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება მეტად მნიშვნელოვანი, მძიმე კოსმიური ენერგიების დღეა, სწორედ ამიტომ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას რჩევებს აძლევს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
საგრძნობლად გაიზრდება ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნების, შეცდომების დაშვების ალბათობა, არაა გამორიცხული გაუარესდეს კრიმინოგენული სიტუაცია, გაიმართოს სხადასხვა ტიპის მიტინგები და გამოსვლები. აკონტროლეთ საკუთარი ჯანმრთელობა და ემოციები, დაიცავით სიმშიდე, არ აჰყვეთ დეპრესიულ და აგრესიულ იმპულსებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ახლობლებთან ურთიერთობისა და ძველი ტრადიციების გასახსენებლად. არ ღირს ნიშნობის და ქორწინების დანიშვნა. მოერიდეთ ბინის შეცვლას, სარემონტო სამუშაოების დაწყებას და სესხის აღებას.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე აგატი, გიშერი, რაუხტოპაზი, ზურმუხტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი მხოლოდ 20 დღის შემდეგ ასრულდება.
წყარო: ufaso.ge

Share.