”დღეს გრანდიოზული სიურპრიზი გვაქვს თქვენთვის, ეს კორონავირუსს ეხება” – ნახეთ რა მაგარი ამბავი გაამხილა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა

0

ახლახანს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით ყველაზე მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და ხვალ გაწერენ.
“ყველაზე მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მეტიც, მას დღეს პი-სი-არ ტექნოლოგიით ჩატარებული ტესტით ახალი კორონავირუსი არ უდასტურდება.
რაც ნიშნავს იმას, რომ კორონა არ არის მკვლელი და გამოჯანმრთელება შეიძლება.

ხვალ, ანუ 24 საათის განმავლობაში ჩვენ კიდევ ჩავუტარებთ განმეორებით ანალიზს და სავარაუდოდ ხვალვე გავწერთ კლინიკიდან. ასე რომ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, კორონავირუსი არ არის მკვლელი. ჩვენ შეგვიძლია მასთან გამკლავება”, – აცხადებს ლევან რატიანი.

ლევან რატიანი ასევე ამბობს რომ დღეს მის კლინიკაში 77 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. აქედან 17 არის ინფიცირებული. ”ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენთან არც ერთი დადებითი პასუხი არ მოსულა, დღეს დაახლოებით 30 პაციენტი დატოვებს კლინიკას…” – ამბობს ბატონი ლევანი.

Share.