“დღეს გახდება გადაწყვეტილება ცნობილი..” – ნახეთ შეზღუდვები შეიძლება დაბრუნდეს ღია სივრცეში პირბადის დაბრუნება და კიდევ

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე გარკვეული შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებულია. მიიღეს გადაწყვეტილება დადგენილებაში ცვლილბებისთვის, რომ ღია სივრცეებში, სადაც კოლექტიური შეკრებები ხდება, პირბადის ტარება აუცილებელი გახდეს.
მისივე თქმით, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დააყენებენ.„მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ

ხდება. დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებით რეკომენდაცია.
თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების, არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს. ალბათ გარკვეული ცვლილებები შევა პირბადის ტარებასთან მიმართებით იმ ღია სივრცეებში, სადაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა იკრიბება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაციის ასეთი მდგომარეობა ოქტომბრის ბოლოს გვქონდა.

„ეპიდსიტუაცია რომ გაუარესებულია, ამაზე ინფორმაცია გაქვთ. დღეს იყო ამ საკითხებზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე. ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი არის გაუარესებული. ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს.

ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ უკვე მივდიოდით პიკისკენ. ამიტომ ეს ძალზე საყურადღებოა. ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში და ახლა უკვე ვართ წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული… საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Share.