“დუტა თავისი ნებით კი არ წამოვიდა იმედიდან,არამედ დირექციამ გაათავისუფლა..” – ნახეთ რა განცხადება გამოაქვეყნა ტელეკომპანიამ

0

ტელეკომპანი “იმედი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დუტა სხირტლაძემ არა საკუთარი ნებით, არამედ რედაქციის გადაწყვეტილებით დატოვა არხი. მისი გათავისუფლების თარიღად 10 დეკემბერი სახელდება.
“არხის დირექციის გადაწყვეტილებით, 10 დეკემბრიდან დუტა სხირტლაძე “ტელეიმედზე” აღარ მუშაობს”, – აღნიშნულია “იმედის” განცხადებაში.

მსახიობი და “იმედის” ტელეწამყვანი დუტა სხირტლაზე სისტემატურად ეხმიანებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აკეთებდა კომენტარებს. ავრცელებდა არაერთ ფოტოს აქციიდან. ასევე ბოლო დღეებში მოითხოვდა დაკავებულების გათავისუფლებას.

Share.