“დილით ავტობუსში პანიკა ატყდა, აშკარად მძღოლმა მარშუტი შეცვალა ხალხი ყვიროდა გააჩერეო..” – ნახეთ სად მიყავდა ავტობუსის მძღოლს მგზავრები

0

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სახალისო ისტორია მოყვა, რომელიც მისი თქმით გუშინ მოხდა, აი რას წერს მოქალაქე:
”გორში, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა მოძრაობის მარშრუტი საკუთარი სურვილით შეცვალა და მგზავრები პირად საქმეზე წაიყვანა. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე წერს, ამ ფაქტმა მგზავრების აღშფოთება გამოიწვია.ახალგაზრდა მამაკაცმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან გვითხრა, რომ ეს ფაქტი გუშინ, 15 მარტს მოხდა.
,,დიდი ისტორია არ არის და ძალიან რომ არ გავწელო, იმ მომენტს მოვყვები, როცა თბილისიდან ჩამოსული გაჩერებაზე ვიდექი, ცალფეხზე მდგომი, ჩაფუთნული და “მოჟამული” სახით, საზოგადებრივ ტრანსპორტის მოლოდინში. ძველი მარშუტკები ახალ, თანამედროვე ავტობუსებს ჩაუნაცვლებია, ეს ფაქტი მომეწონა. ტრანსპორტის ნომრები და მოძრაობის მიმართულება ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა, ამიტომ ასვლისთანავე მძღოლს ვკითხე, კონკრეტულ ადგილას თუ გაივლიდა,

სანამ მან გაიგო, მგზავრებმა დამიდასტურეს და მშვიდად დავჯექი კომფორტულ სავარძელზე. რომ გავიხედე, ფანჯრიდან აშკარად მიმართულება შეცვლილი ჰქონდა, მგზავრები “პანიკამ”მოიცვა “გააჩერე, გააჩერე” და გააჩერა… ლოგიკური კითხვა დაისვა ჩვენი მხრიდან, სად მიდიოდა და რატომ არ გაგვაფრთხილა, თუ მარშუტს ცვლიდა პასუხი – “ხოოო აიი ჯგრებო აქვე უნდა გაუარო პატარა საქმეე მააქ და მიგიყვანთ ყველასა-ო
ვერ კი გავბრაზდი” – წერს მოქალაქე.წყარო:geoambebi.com
ფოტო პირობითად

Share.