თათია სულუაშვილს ყველა იცნობს, მის პერსონაჟებზე და იუმორისტულ ნომრებზე უამრავი ადამიანი ხალისობს. თათია “ახალი შაბათის შოუს” მსახიობია. როგორია იუმორისტის ცხოვრება ეკრანს მიღმა და როგორ დაამარცხა შვილთან ერთად აუტისტური სპექტრი – აქამდე უცნობ ისტორიებს მის შესახებ სულუაშვილი ლელა წურწუმიას გადაცემაში მოჰყვა:
“იუმორს ემსახურები და ჰგონიათ, რომ ადამიანს ამის იქით, შეიძლება პრობლემა არ ჰქონდეს. ბევრისგან გამიგია ეს ფრაზა, რომ რა კარგია, უდარდელი ცხოვრება გაქვს და ნერვიულობა არ იციო. რეალურად, ძალიან დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს. დათა ახლა არის 6 წლის.
როდესაც იყო წლის და 5 თვის დარწყო საშინელი უძილობა. იყო დრო, რომ 5 საათამდე ქუჩაში გვეძინა, პლედი გვქონდა მოხვეული. ეს ხდებოდა ძალიან ხშირად. ვერ ვხვდებოდი რა იყო. გვყავდა ნერვოპათოლოგთან, მაგრამ მან გამიშვა სახლში, რომ არაფერი ჭირსო. მოხდა ისე, რომ დათას წლინახევრის ასაკში დაეწყო რეგრესი და რაც იცოდა, ყველაფერი დაავიწყდა. აღარ ჰქონდა რეაქცია ჩემზე, სათამაშოებზე. ძირითადად ერთობოდა უფუნქციო ნივთებით.
პირველად ეს შეამჩნია დედამ და მითხრა, თათია, ბავშვს რაღაც პრობლემა აქვსო, მაგრამ არ მინდოდა ამ პრობლემისთვის თვალის გასწორება. წავიყვანე ფსიქიატრთან, გავიარეთ ტესტირება… ერთი თვის შემდეგ პასუხზე რომ მივედი, მარტო ვიყავი, შემომიტრიალა კომპიუტერი და ეწერა აუტისტური სპექტრი. არ ვიცი იმ დროს როგორ ვიყავი… ვიცოდი რომ არ იყო
მარტივი თემა, მაგრამ მთლად ამასაც არ ველოდი. იმ წუთას გავიყინე და ვფიქრობდი, რა გავაკეთო? ამის შემდეგ წამოვედი და მეორე დღეს დაიწყო ჩემი ჩართულობა, რომ მე დათასთვის უნდა მიმეხედა.
ყველაზე რთული რა იყო, ყოველ შაბათს მაყურებელი გელოდება, რომ უნდა გააცინო, ამ დროს სახლში მიდიხარ და სულაც არ გეცინება. ამ პერიოდში ძალიან მოვაკელი ყურადღება უფროს გოგოს, ქეთოს.წყარო:geonewest.com
ვიდეო: