“დედის თვალწინ დანა ურტყეს და მერე..” – ნახეთ ბარბარობას ახალგაზრდა ბიჭი დაუნდობლად მოკლეს

0

როგორც ცნობილი გახდა, ხონში მოკლული ახალგაზრდა 33 წლის გიორგი ჩალაძეა.
მოკლული ახალგაზრდა კაცის დედის განცხადებით, 17 დეკემბერს ღამით სახლში ხმაური შემოესმათ, რის გამოც ჩალაძე მეზობლების გაშველების მიზნით გარეთ გავიდა.
33 წლის კაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.

“ხელებში ჩამაკვდა, დახმარებას მთხოვდა, თუმცა ვაი, რომ ვერ ვუშველე, საშინელება მოხდა ჩვენი ოჯახის თავს, მამაცი შვილი მყავდა აგვისტოს და ავღანეთის ომებში იბრძოდა და ვერ იტანდა ვინმეს რომ ჩაგრავდნენ”, – თქვა მოკლულის დედამ, ნატო ჩალაძემ.

შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია და ბრალდებული უკვე იდენტიფიცირებულია.

Share.