თბილისში, 26 წლის ბიჭი ბუნებრივი აირით გაიგუდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა რამაზ ნიპარიშვილია. სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს, პოსტს უცვლელად გთავაზობთ:„გლოვობს ჩემი კასპი გაზით გაიგუდა ემიგრანტის 26 წლის შვილი, რამაზ ნიპარიშვილი.
დედას 7 წელი არ ჰყავდა ნანახი და რამდენიმე წუთის წინ გაიგო და მოფრინავს სამშობლოში. შოთო სიხარულიძემ იცოდა ეს ამბავი და საგულდაგულოდ მალავდა იქამდე ვიდრე ემიგრანტმა დედამ არ გაიგო…
მიცვალებულს გადაასვენებენ ქალაქ კასპში. ვაი შენს უბედურ ემიგრანტ დედას როგორ ენატრებოდი და ახლა რანაირ გაყინულს ჩაიგიხუტებს გულში.
მონატრებული შვილი… მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა ჩვენო უკეთილშობილესო გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს გულებში .უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია!ჩვენს გულში დიდ და მწარე ტკივილად დარჩი, დედის იმედო… ძალიან მწარეა რეალობა, იმდენად მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, თავი სიზმარში მგონია.შეწყდა შენი ცხოვრება ამ ქვეყანაში…“, წერს შოთო სიხარულიძე.
წყარო:siaxle.club