“დედა მომიკლეს ამ დილით !ჩემი დედიკო მოკლეს! მძულხართ! არ გაგახარებთ!” – გამწარებული შვილის სულისშემძვრელი წერილი

0

ქუთაისელი კოსმეტოლოგის ანჟელა ბაკურაძის დედა გარდაიცვალა. ამ დრომდე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკაზე ექიმებს საჯაროდ არ უსაუბრიათ. ანჟელა დედის გარდაცვალებას ექიმების დაუდევრობასა და უყურადღებობას მიაწერს:
„ჩემი სიცოცხლე, ჩემი დედიკო ამ დილით მოკლეს!!! არ მომკვდარა თავისი სიკვდილით!!! აი, ასე ლამაზად წავიდა გამოკვლევაზე 27-ში… და მოკლეს!!! ნუ წახვალთ სავადმყოფოებში თუ ძალიან არ გიჭირთ!!! გაიარეს კვლევები, მიემატათ ქულები! მიემატათ თანხები! იმიტომ, რომ ანჟელას დედა იყო და სამყარო გაიგებდა რომ კოვიდი ჰქონდა! არ ჰქონდა კოვიდი!

მკვლელებო, უფალმა მოგიზღოთ!!! მძულს ექიმები უგულო ექიმები! აღარ დარჩა თითზეც ჩამოსათვლელი… პროტოკოლის მეტი არაფერი არ იცით!

არ გაგახარებთ! გამთენიისას მირეკავს სანამ დაამძიმებდნენ, მომეშველეთოოო! გაითიშა ტელეფონი და ორი კვირა სიპაპზე შეაერთეს დაუგდეს სატურაცია!!! არ გაგახარებთ! დედა ყველაფერზე და ყველაზე მეტად მიყვარდა! დამშეულ ქათამს გალიიდან გამოქცეულს საკენკს რომ გადაუყრი ისე მივსდევდი ექიმს, რომ ამბავი ნორმალურად ეთქვა! ჩამოშლილია ჯანდაცვა! არ გაიხაროთ მკვლელებო!“. – წერს ანჟელა ბაკურაძე.წყარო:bednierebis.club

Share.