ავტოსაგზაო შემთხვევას ფოთელი, 21 წლის დავით გუჯაბიძე ემსხვერპლა. ინფორმაციას ფეისბუკ გვერდი „ფოთი“ ავრცელებს.
შემთხვევა დღეს დილით, ქობულეთის გზაზე მოხდა.
ახალგაზრდას ახლობლები ემშვიდობებიან.
„დათუნა, როგორი უსამართლოა ეს ცხოვრება…“; „დედა ადრე დაეღუპა,
ობლად გაიზარდა, უჭკვიანესი… ბებიამ და ბაბუამ გაზარდა“ – წერენ სოციალურ ქსელში.