თბილისში, მდინარე მტკვარში 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. “სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა და მაშველებმა ადგილზე ჩაუტარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, თუმცა, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა მოზარდის გადარჩენა.
ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როდესაც დედას ორი არასრულწლოვანი შვილი სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი.
როგორც “რუსთავი 2”-თან მომხდარის თვითმხილველები ჰყვებიან, დედა შვილებს მდინარესთან არსებულ კლდეზე ფოტოებს უღებდა, რა დროსაც 6 წლის ბიჭს ქვაზე ფეხი დაუცურდა და მტკვარში ჩავარდა.
მათივე ცნობით, მოზარდის გადასარჩენად წყალში შევიდნენ დედა და მისი და, თუმცა გადარჩენა ვერ მოახერხეს.
“როგორც ვიცით ბავშვს ქვაზე დაუცურდა ფეხი, დაც გადამხტარა საშველად… დედამ რომ დაინახა ორ-ორი ბავშვი წყალში, ისიც შევიდა წყალში… ბიჭი დაიღუპა, და რეანიმაციაშია” – ამბობენ თვითმხილველები.