ამის შემდეგ, როგორ არ უნდა დაიჯერო სასწაულის? კეიტს და დევიდს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ სრული ბედნიერებისთვის შვილი ჭირდებოდათ. დიდი ხნის განმავლობაში კეიტი ვერ ახერხებდა დაორსულებას და მხოლოდ დაქორწინებიდან სამი წლის შემდეგ, ექიმმა მათ ახარა,რომ ისინი ტყუპების მშობლები გახდებოდნენ. წყვილი სიხარულით მეშვიდე ცაზე იყო. მათ დაიწყეს მომზადება პატარების დასახვედრად. მორთეს საბავშვო ოთახი, იყიდეს საწოლები და ბევრი სათამაშოები. კეიტისა და დევიდისათვის ორსულობის მეექვსე თვეში მშობიარობა საშინელი დარტყმა აღმოჩნდა. ქალის მშობიარობა გართულებით მომდინარეობდა. ის დღე მისთვის ნამდვილი გამოცდა იყო და
მისი პატარებისათვის. კეიტი იხსენებს, რომ მშობიარობის შემდეგ, მასთან და ქმართან ექიმი მივიდა და ჰკითხა, მოიფიქრებული ჰქონდათ თუ არა სახელი ბიჭისათვის. როცა უპასუხეს, რომ მისთვის ჯეიმი უნდა დაერქმიათ, ექიმმა მწუხარებით უთხრა, რომ მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ ჯეიმი ვერ გადავარჩინეთ& ამის გაგონებაზე, დევიდი წყნარად დაეშვა საწოლზე. კეიტმა ითხოვა, რომ მისთვის პატარა მოეყვანათ გამოსამშვიდობებლად. ბიჭი ძალიან ცივი იყო. ქალმა სთხოვა ქმარს გვერდით დაწოლილიყო, რომ ჯეიმი გაეთბოთ. მან პატარა მკერდზე დაიწვინა და უყვებოდა, თუ როგორ ელოდებონენ მის გაჩენას,თუ რა შესანიშნავი დაიკო ჰყავდა, რომ მას სახლში ბაბუა და ბებია ელოდებოდა. ყვებოდა და ტიროდა. ექმებმა არ იცოდნენ რა ეთქვათ. მათ ვერ იპოვეს ვერანაირი სამედიცინო ახსნა ამ საოცრებას-სხვარიგად ვერც იტყვი. ორი წლის შემდეგ, მათ ოჯახში კიდევ ერთი პატარა ძამიკო გაჩნდა. რაც შეეხება ჯეიმის, ის ბედნიერი და ჯანმრთელი იზრდება და თავის მშობლებს სიხარულით ავსებს.
წყარო: geonewest.com