უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ოზურგეთის რაიონ სოფელ ბახვში. კორონავირუსმა ახალგაზრდა და-ძმა ეკა და კახა ბოლქვაძეები შეიწირა. 3 აგვისტოს და გარდაიცვალა, დღეს კი ძმა.
„ჩვენი თბილი, ტკბილი და პოზიტიური ეკა წავიდა და წაიღო ჩვენი მოგონებები, წავიდა და დაგვიტოვა ტკბილი და ამავ დროს მწარედ გასახსენებელი მასთან ერთად გატარებული მომენტები. წავიდა ქალი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად სიყვარულსა და სითბოს აფრქვევდა. ეკა – სამი საუკეთესო შვილის გამზრდელი გმირი დედა, საიმედო დასაყრდენი მეგობარი და ავკარგიანი ქალბატონი – ჩვენ ასეთად გიცნობდით და ასეთი დარჩები ჩვენს გულებში. დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ შენი გარდაცვალებით გულდაწყვეტილი ოჯახისა და ახლობლების ამ უდიდეს მწუხარებას. ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა ეკა…“ – წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.
“და-ძმა მიყოლებით დაიღუპა,5 პატარა ბავშვი დედ-მამის გარეშე დარჩა..” – ნახეთ ვინ არის და-ძმა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ტრაგიკულად გარდაიცვალნენ
0
Share.