“დაჯერება არმინდა იმის რომ ეს ნეკა დოროყაშვილია,გავიგეთ ის რაც არ უნდა ვიცოდეთ..” – ნახეთ რას წერს თენგო გოგოტიშვილი?

0

ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი ბასილაშვილ-დოროყაშვილი სასამართლო პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მათი ამბების გარჩევა საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს. „მგონი 3 წელია, გრძელდება ბასილაშვილ-დოროყაშვილის ამბების გარჩევა საჯაროდ. ბინძური თეთრეულის გამოფენა, წყევლა და კრულვა.
გავიგეთ ყველაფერი, რაც კი ცოლ-ქმარს, დედამთილ-რძალს, სიძე-სიმამრს შორის მომხდარა.

გავიგეთ ის, რაც არ უნდა ვიცოდეთ!

რისთვის?

ჟურნალისტები სვავები არიან. კაი.

მაგრამ მთელი ეს წლებია, ველოდები, რომ ვინმეს გაახსენდება ამ წყვილის შვილი და დღეს არა ხვალ გამოჩნდება რომელიმე NGO, რომელიც იტყვის – ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოდი, დავხუროთ პროცესი. არ ვასმენინოთ ბავშვსა და საზოგადოებას, როგორ აგინებდნენ ერთმანეთს მშობლები, როგორც სცემდნენ, როგორ იწერდნენ ვიდეოკადრებსა და აუდიოფაილებს.

რატომ არავის არ ახსენდება ეს ბავშვი და მისი ინტერესები? საბავშვო ბაღსა და სკოლაში რომ არ ასცდება დაცინვა და შეურაცხყოფა, ხომ გასაგებია? აბა, რატომ ვქექავთ ამდენ ბინძურ თეთრეულს ასე საჯაროდ და რატომ არავინ აპროტესტებს?

არ მინდა დავიჯერო, რომ ესაა ნეკა დოროყაშვილის გამარჯვების სტრატეგია – მთელმა დუნიამ გაიგოს და ილაპარაკოს, რა საშინელი ქმარი და მამა ყოფილა ეს ბასილაშვილი!

დახურეთ პროცესი და შიგნით არჩიეთ ეს უბედურება!“ – წერს თენგო გოგოტიშვილი.

Share.