“დაჩოქილი ვთხოვდი ღმერთს პატიებას იმისთვის, რაც მაშინ ჩავიდინე..” – ნახეთ თიკო ჩხეიძე შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე

0

ცნობილმა მოდელმა, თიკო ჩხეიძე შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „სხვა ნანუკას“ ეთერში ისაუბრა.
როგორც თიკომ აღნიშნა, ტრაგიკული ამბის შემდეგ ძალიან რთული გზა გაიარა.
ამჯერად კი გარდაცვლილი შვილის სახელზე ოჯახმა ეკლესიის მშენებლობა დაიწყო.
„იყო ძალიან რთული პერიოდი, არაფერი აღარ გინდა, აღარც იღიმი, არც ჭამ, არაფერი არ გაინტერესებს უბრალოდ, სრულიად სიბნელეში ზიხარ და არ იცი რა უნდა გააკეთო.

მაგრამ, ალბათ სადღაც რაღაც ძალას პოულობ საკუთარ თავში, ან უნდა იცხოვრო, ან უნდა დაიღუპო, სხვა ვარიანტი არ არსებობს.

ცხოვრება ასეთია და თუ გინდა, რომ შენი შვილების გამო, რომლებიც დაგრჩა და ოჯახის გამო იცხოვრო, მაშინ სხვა რაღაცები უნდა გააკეთო, უნდა ადგე და ნაბიჯი გადადგა.

თიკო ჩხეიძის მიძღვნა გარდაცვლილ შვილს: „პრინცესა ტატა სექტემბერში აღარავის უნახავს… ფერები, რომლებიც ასე მკვეთრი მეჩვენებოდა, გამქრალიყო…“

ოჯახიდან ყველა გავუშვით, დამხმარე, ძიძა, მარტო დავრჩით მე და დედა, ეს იყო ერთადერთი გადარჩენის ინსტიქტი, რადგან სხვანაირად ვერაფერს ვერ გავაკეთებდით,

მაქსიმალურად დავიტვირთეთ თავი, რომ გვეზრუნა სხვებზე…

საშინელი სიბრაზე მქონდა, შემეძლო დამენგრია ყველაფერი და ხატების წინაშეც ვიყვირე, მერე უცებ დავმუნჯდი ჩემს ყვირილზე და ესეც ერთგვარად გადასალახი იყო ჩემს თავში, რომ ისევ უფალს პატიება ვთხოვე.

მუხლებზე დაჩოქილი ვთხოვდი უფალს პატიებას იმისთვის, რაც მაშინ ჩავიდინე, რაც გავიფიქრე და რაც ვუთხარი.

ისევ უფალმა გამაძლიერა, იყო პერიოდი, როცა მარტო უფალს ვიყავი მინდობილი, ის მაძლიერებდა, იმდენად ვგრძნობდი მის სიძლიერეს, სხვანაირად ვიდექი, არ ვკვდებოდი, ასე ვიტყვი.

ამხელა ძალას შვილის გარდაცვალების შემდეგ დედა ვერ იპოვის საკუთარ თავში თუ არ გაგაძლიერეს…ვინ უნდა გაგაძლიეროს ? ჩემი შვილი ანგელოზია, ღმერთთან არის და იქიდან მაძლიერებს“, – აღნიშნა გადაცემაში თიკო ჩხეიძემ.
ვიდეო:

Share.