თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა – როგორც “ბიბისის” თურქული ბიურო იუწყება, სიმძლავრემ, ამჯერად, 7.6 მაგნიტუდა შეადგინა. დღეს დილით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ თურქეთსა და სირიაში 1000 ადამიანს გადააჭარბა.თურქეთში მიწისძვრის შედეგად ერთი ქართველი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
“თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ქ. ანთაქიაში საქართველოს მოქალქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა, როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან” – აცხადებენ უწყებაში.
წყარო:siaxle.club