“დაუბერავს უძლიერესი ქარი, იქნება სიცივეები,შტორმი..” – ნახეთ უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მარტიდან 6 მარტამდე მოსალოდნელია ტემპეატურის კლება, ცივი და ნოტიო მასების გავრცელება.
უწყების ინფორმაციით, ზღვაზე მოსალოდნელია, ძლიერი ქარი და 4-5 ბალიანი შტორმი.“3 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე, საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, მთიან რეგიონებში ქარბუქი, ნისლი,

ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,”- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო:daqali.club

Share.