“დამპირდა, თუ რამე მოგივა მოგხედავო, ამას უკვე მოხედვა აღარ ჰქვია, იცით რა გააკეთა?” – ნახეთ რას წერს ცნობილი ჟურნალისტი ლევან რატიანზე

0

ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი ლევან რატიანთან გადაღებულ ფოტოსურათს აქვეყნებს და წერს:
“ეს ფოტო აპრილშია გადაღებული, აქ დამპირდა ნუ შეგეშინდება, თუ დაგემართა მოგხედავო, დამემართა და მომხედა აღარ ქვია, თან გადამყვა. თვეების მანძილზე ჩემი ყოველი დილა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკით იწყებოდა, მაშინ სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაცხადებდი და სულ მაინტერესებდა შიგნით რა ხდებოდა. ლევან რატიანს დიდ პატივს ვცემდი და ვაფასებდი როგორც უკეთილეს, პროფესიონალ ექიმს რომელიც სხვების სიცოცხლისთვის იბრძოდა. ახლა უკვე ყველაფერი ის რაც პირველ

საუნივერსიტეტოში ხდება ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ეს არის თავდადებული, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების გადარჩენისთვის მებრძოლი, ძალიან მაგარი, კეთილშობილი ადამიანების გუნდი. მიხარია რომ ასეთი ხალხი არსებობს და მათ რომ ვხედავ, მჯერა ყველაფერი კარგად იქნება. Levani Ratiani მადლობას გიხდით როგორც პაციენტი და თქვენნაირი ადამიანები რომ არსებობენ დარწმუნებული ვარ მსოფლიო პანდემიასაც გადავურჩებით”

Share.