“დამიძახა მამა მიშველე დამჭრაო, სისხლი რომ დავინახე წამოვხტი..” – ნახეთ 19 წლის გარდაცვლილი ბიჭის მამის პირველი შოკისმომგვრელი კომენტარი

0

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს სასამართლომ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
„კურიერი“ ავრცელებს გარდაცვლილი და ბრალდებული ძმების მამის პირველ კომენტარს, სადაც ის მომხდარის დეტალებზე საუბრობს.
მარად ახლოური, მამა:
„9 საათზე, კომენდატის საათი რომ იწყებოდა, მოვედი სახლში. მიშიკო იყო ზალაში დივანზე ნახევრად გადაყუდებული. დავწექი მერე და დავიძინე. დაახლოებით 10 საათზე, ხმით მაღვიძებს მიშიკო – მამა, მიშველე, დამჭრაო. სისხლი რომ დავინახე, წამოვხტი. გიორგი კუხნიდან გამოვიდა. ზალაში წამოვაწვინეთ. ცუდად ვარო. მერე ვგებულობ, გიორგის უთქვამს – მეძინება, ტელევიზორი გამორთე, დილით ადრე ვარ წასასვლელიო.

მერე აუღია დანა, რომ მიშიკოსთვის ტელევიზორის კაბელი გადაეჭრა, ამ დროს ძაღლმა… ამ ძაღლზე მოქნეული დანა მოხვდა მიშიკოს“, – ყვება ბრალდებული და მოკლული ბიჭების მამა, რომლის თქმითაც, მის შვილს ღრმა ჭრილობა არ ჰქონდა.

„გიორგი რეკავდა სასწრაფოში, ეს განმეორდა სამჯერ. სასწრაფო რომ მოვიდა ჩვეულებრივ ჩავიყვანეთ – გული გადარჩენილია, გულში არ მოხვდაო. განზრახ მკვლელობა არ ყოფილა, ეს შემთხვევითობა იყო“, – ამბობს მამა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქეთავენ წამებულის ქუჩაზე 19 წლის ფეხბურთელი, მიშო ახლოეური საკუთარი ძმის, გიორგი ახლოურის მიერ მოქნეულ დანას ემსხვერპლა.
წყარო: sauketeso.club

Share.