“დაკავებულია ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმისთვის..” – ნახეთ რომელი ცნობილი ადამიანი დააკავეს დაღუპულ ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით

0

„სირცხვილია”-ს ოფისში მომხდარ, ტელეკომპანია “ტვ პირველი”-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა – დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.გამოძიება

სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი ცნობილი აქ­ტი­ვის­ტი და­ვით კუ­ტა­ლა­ძეა.
წყარო:geotime.club

Share.