“დაიძინა და აღარ გაიღვიძა, თავისთან წაიყვანა უფალმა..” – ნახეთ რა ტრაგედია მოხდა ხათუნა ჟორდანიას ოჯახში, რომლის შესახებაც მან საიდუმლო გაამხილა

0

მიმდინარე წელს ხათუნა ჟორდანიას დედა, ნუნუ ჟორდანია 84 წლის ასაკში გარდაეცვალა. მას გულის პრობლემები ჰქონდა. ხათუნა ჟორდანიამ გადაცემაში „ფარული კონვერტი” დედის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ერთად იყვნენ:
„მას არ სჯეროდა, რომ მე სიმსივნე მქონდა. მე და ნინი ვისხედით, როდესაც კვენესოდა და ვკითხეთ რა სჭირდა და მაშინ, მითხრა მალე მოვკვდებიო… რამდენიმე დღეში დაიძინა და აღარ გაიღვიძა.
ვეჩხუბეთ, ასე ნუ ლაპარაკობ-თქო. რა წამშიც მან თქვა, რომ დაიღალა და აღარ უნდოდა სიცოცხლე, იმწამს გაიყვანა ღმერთმა” – ამბობს ხათუნა ჟორდანია.

შეგახსენებთ რომ, ხათუნა ცოტახნის წინ ია ფარულავას გადაცემას ”ფარულ კონვერტს” სტუმრობდა, სადაც მან პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. ხათუნამ გაამხილა ვინ იყო ცნობილი მომღერალი ქალი ვისზეც ეჭვიანობდა. ეს ქეთა თოფურიაა.

„მე როდესაც ზურასთან დავიწყე სიარული, რატომღაც ამ ურთიერთობას ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი. ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ის, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი იყო, ვფიქრობდი, რომ გვეყვარება ერთმანეთი სანამ გვეყვარება და მერე დავიშლებით ჩვეულებრივად-მეთქი.

შემდეგ მე წავედი შვეიცარიაში სამი თვით და როდესაც ჩამოვედი დავურეკე ზურას და ზურა რაღაცნაირად ცივად შემხვდა… დამიჯდა და მითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობა სერიოზული არ არის და უყვარს ქეთა თოფურია…. წამოვედი და ძალიან ბევრი ვიტირე. უცებ მივხვდი, რომ ძალიან დამწყდა გული ჩვენს ურთიერთობაზე. იმ 3 თვის განმავლობაში,როდესაც მე შვეიცარიაში ვიყავი კონტაქტი არ მქონდა ზურასთან.

მათი სიყვარულის ისტორია დამთავრდა იმით, რომ თვითონ ქეთამ გადაწყვიტა ზურასგან წასვლა.

მგონია, რომ ქეთა მაშინ პატარა იყო. მინდა გითხრა, რომ ქალი ვარ და ძალიან ბევრი ქალი მომწონს ამ ქვეყანაზე მაგრამ ისე, როგორც ქეთა თოფურია მომწონს, ასე არავინ მომწონს“, – აცხადებს ხათუნა ჟორდანია.

Share.