“გოგონა უმარტივესი ოპერაციის დროს გარდაიცვალა, ექიმი გოგონას მშობლებთან მივიდა, ნიღაბი მოიხსნა და..” – ნახეთ რა გააკეთა მამამ რასაც არავინ გააკეთებდა

0

ცოტა ხნის წინ, Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სევდიანი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“არ ესწრებოდა ლექციებს. თუ მივიდოდა ეგეც იშვიათად და ლექციებზეც თვალი სულ გართობისკენ ეჭირა. უნივერსიტეტშიც ლექტორები თვალს ხუჭავდნენ, რადგან ის ცნობილი პროფესორის და მათი ახლო მეგობრის შვილიშვილი იყო.
უნივერსიტეტში ნიშანს ან ნაცნობობით და ხათრით უწერდნენ, ან კიდევ ქრთამით.
საბოლოო გამოცდაზე ყველა პროფესორს სოლიდური თანხა გადაუხადეს და ისე დაამთავრებინეს უნივერსიტეტი. არც პრაქტიკულ მეცადინეობებზე იკლავდა თავს. გავიდა დრო, ახლა უკვე ექიმის ხარისხის დროც დადგა. ადამიანი ვისაც ხელ-ეწიფებოდა ამ უქნარა ახალგაზრდის ბედი, მისი შესაძლებლობებით დაინტერესდა და ისეთი მძიმე სურათი დაინახა, რომ სასწრაფოდ მოითხოვა კრება, რადგან ძალიან ბევრ კითხვას და დავალებას ვერ გაართვა თავი ახალგაზრდამ.

ბიჭმა კვლავ ერთი შანსი ითხოვა, გამოცდის ფურცელი აიღო, ჯიბიდან რამდენიმე შეკვრა დოლარები ამოიღო და გამოცდის ბილეთის კონვერტში ჩადო. დახარბებულმა პროფესორმა ბიჭს უმაღლესი ქულა დაუწერა და ექიმის ხარისხიც მიაკუთვნა, მიუხედავად მისი უმაქნისობის და უცოდინრობისა.

გავიდა რამდენიმე წელი. პროფესორს საავადმყოფოში მისვლა სთხოვეს, რადგან მის ქალიშვილს სასწრაფო ოპერაციას უკეთებდნენ. პროფესორიც თავზარდაცემული ელოდა ექიმის პასუხს და ოპერაციის დასრულებას. პროფესორი, თავისი მეუღლით და პატარა ქალიშვილით მოსაცდელში იდგნენ, როცა პალატიდან ხმა მოესმა, რომ გარდაიცვალა. ყველანი უეცრად შოკში ჩავარდნენ, არადა ძალიან მარტივი ოპერაცია იყო გასაკეთებელი, რატომ გართულდა ვერავინ მიხვდა. პალატიდან გამოსულმა თავჩაქინდრულმა, სისხლში მოსვრილმა ექიმმა თავი ზემოთ აწია, ნიღაბი მოიხსნა, მის წინ კი ის კაცი იდგა, ვინც მას ფულის გამო ექიმობა აჩუქა, მის უკან კი პროფესორის გაყინული შვილის სხეული, რომელიც მამამ რამდენიმე ათას დოლარად გაყიდა.” წყარო:newsports.ge

Share.