“დავკარგეთ საუკეთესო ადამიანი,ყველას რომ უყვარდა ისეთი,გული მოგვიკალი გიო..” – ნახეთ ტრაგედიის დეტალები

0

ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ, რომელიც მართლა უზომოდ უყვარდა ყველას თავისი ადამიანობის და კეთილშობილების გამო ❤️❤️❤️
😔😔 დაუჯერებელია ნამდვილად სიცოცხლით სავსე ბიჭი მთელი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, 😞😞 სრულიად შემძრა ამ საშინელმა ამბავმა 😭😭😭 “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გიორგის ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

ვერასოდეს დაგივიწყებთ შენ და შენს მიერ გაკეთებულ სიკეთეებს, ყველასთვის გულკეთილი და გულმართალი რომ იყავი. სიტყვებმა ძალა დაკარგეს რა უნდა თქვას ადამიანმა….. არ უნდა გვტოვებდეს ისეთი ადამიანი როგორიც შენ იყავი 😢უნიჭიერესი,უკეთილშობილესი, დაუსრულებლად ისაუბრებს მასზედ ნებისმიერი ადამიანი ვისაც კი ოდნავ მაინც ქონდა შეხება მასთან..

იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ… მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს, შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული…

((((გიო ეს რა ცუდი დღე გაგვითენე ყველას შენს მეგობრებს ახლობლებს რით ვანუგეშოთ შენი ნინიკო,შენი დედა და ყველა გიო … გული ჩაგვწყვიტე …ნათელში გამყოფოს უფალმა …🙏😭😭😭😭)))

Share.