“გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე არ დაერტყა ეშინოდათ..” – ნახეთ დათო ტურაშვილი კლინიკაში აღმოჩნდა,რა დაემართა მწერალს

0

მწერალმა დათო ტურაშვილმა ახლახან კორონავირუსი გადაიტანა. მართალია ის კლინიკაში მკურნალობდა თუმცა ინფექცია გაცილებით მარტივად დაამარცხა. მწერალი მიიჩნევს, რომ ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა „ფაიზერის“ ორგზის აცრამ განაპირობა.
„მქონდა კოვიდი, აღმოვჩნდი კლინიკაში, ორი ვაქცინა მქონდა გაკეთებული „ფაიზერის“ და მხოლოდ ერთი დღე მქონდა სიცხე. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აღმოვჩნდი მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდათ, არ დაერტყა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, გულის ისეთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მე რომ აცრა არ მქონოდა გაკეთებული, გამორიცხული იყო, რომ გადავრჩენილიყავი.

მინდა, ყველას ვთხოვო, ისედაც რა კრიზისშია ჩვენი ქვეყანა და ანტივაქსერებისა და ვაქსერების ამ ფუჭ ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს. ანტივაქსერები მთელ მსოფლიოში არსებობენ და მათ ასე არავინ ებრძვის… ყველა ანტივაქსერს აქვს უფლება, ისე ფიქრობდეს და აზროვნებდეს, როგორც აზროვნებს.

ყველანაირი სიმპტომის გარეშე ვიგრძენი, რომ კორონა დამემართა. ყოველ ღამე ვგრძნობდი, როგორ მიცავდა „ფაიზერი“. ამაზე შეიძლება ანტივაქსერებს გაეცინოთ, ისევე, როგორც ვაქსერებს გაეცინებათ დაჩიპვის თეორიაზე… ლანძღვას აზრი არ აქვს. გამოსავალი არის ერთი – უნდა ავიცრათ… ყველა დაპირისპირება ფუჭია…“ – განაცხადა ტურაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

Share.