“გულში შვიდი სტენდი მიდგას…3 წელიწადს გავძლებ საერთოდ?..” – ნახეთ ბესო ბერულაშვილის ემოციური მიმართვა

0

“შვიდი სტენტი მიდგას გულში და მაინც მინდა აცრის გაკეთება, რათა ოჯახს, ახლობლებს და ნათესავებს ვირუსი არ შეხვდეთ. ზოგი ამბობს, რა ვიცი, სამი წლის მერე რა მომივაო… სამ წელიწადს გავძლებთ საერთოდ? – ხომ ხედავთ, ეს ვირუსი რა გამძვინვარებულია?”
“გაიკეთეთ აცრა, თქვე დალოცვილებო! იქნებ ეს საშინელება დავამარცხოთ ისე, როგორც კეთრი, ქოლერა და შავი ჭირი დავამარცხეთ”, – გვითხრა იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა, რომელსაც ამ მტკივნეულ პრობლემაზე ვესაუბრეთ:

– ვირუსი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მეც შემხვდა: დაბადების დღეზე ვიყავი, სადაც რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა. ერთ-ერთი მათგანი – ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ეს ვერაგი დაავადება სახლში მივიტანე და ჩემი მეუღლეც დაინფიცირდა. ჩემი თვალით ვნახე, რა მძიმე შრომა უწევთ ექიმებს, რომლებსაც თავისუფალი წუთიც კი არა აქვთ.
წყარო: statiebi.club

Share.