“გული მტკივა,რატომ ხდება ასეთი უსამართლობა..” – ნახეთ ვინ იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცოტახნის წინ ტრაგიკულად დაიღუპა (ფოტოები)

0

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, მამა კონსტანტინე პაიჭაძე ახალგაზრდა ბიჭის, ლუკა ალიბეგაშვილის გარდაცვალების შესახებ წერს, რომელიც 2 წელზე მეტია ლეიკემიას ებრძოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.„ვიღაცამ დაწერა: ეს ბიჭი დაიღუპაო. არა, ასეთი ბიჭები არ იღუპებიან, უფალთან მიდიან მარადიულ ნეტარებაში და ჩვენ გვიადვილებენ ფიქრს იმიერ სამყაროზე. არა, არ დაიჯეროთ, ასეთი ბიჭები არ იღუპებიან, ისინი გზას გვიკვალავენ და გვინათებენ მარადისობაში. მოგვიხსენე წინაშე უფლისა, ღირსო ნეტარებისა და სამარადისოდ ხსენებულო, ძმაო ლუკა“- წერს მამა კონსტანტინე.

”შეხვედრამდე ლუკა, იმედი მაქვს აღარ გტკივა და მშვიდად ხარ 💔
არ ვიცი სადმე რამე თუ არსებობს, რატომ ხდება ასეთი უსამართლობა…
მადლობა ყველა გამხნევებისთვის და სიძლიერის მაგალითისთვის, მჯერა რომ აუცილებლად შევხვდებით უკეთესი მიზეზით, უკეთეს სამყაროში!” – წერს ლუკას ახლობელი.

Share.