გორში 18 წლის წინ მოკლული 11 წლის ზაქრო ზაქრო ბერძენიშვილის ცხედარს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მდინარის პირად აღმოაჩინეს.
სავარაუდო მკვლელი კიდევ ერთი ბავშვის მოკვლაშია მსჯავრდადებული. 2018 წელს იაგო ნებიერიძემ გორში 9 წლის გოგო მოკლა. დაკავების შემდეგ კი აღიარა, რომ ეს მკვლელობის პირველი შემთხვევა არ იყო და მას ბავშვი 14 წლის წინაც ჰყავდა მოკლული.
“ბერძენიშვილების ოჯახს ჩემმა შვილმა ციხიდან მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ბავშვის ცხედარი იყო, მაგრამ აღნიშნული ბავშვის გაუჩინარებასა და მკვლელობაში მას ბრალი არ მიუძღვის, უბრალოდ, დაინახა და ინფორმაცია ჰქონდა“ – ამბობს ბრალდებულის დედა.
წყარო:daqali.club