“გოგონამ მაღაზიაში წივილ კივილი ატეხა..” – ნახეთ იქვე სანდრა იყო შვილთან ერთად და ისეთი რამ გააკეთა ვერავინ წარმოიდგენდა

0

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანა მანაგაძე ყოფილი პირველი ლედის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“ორი პატარა გოგო ცხოვრობდა ჩემს მეზობლად. ერთი სტუდენტი იყო, მეორემ კონსულტანტად დაიწყო მუშაობა.
იყო ასეთი მაღაზია “ ბამბინო” . ჰოდა ერთ საღამოსაც კარებიდანვე დაიწყო კივილი გოგომ , პრეზიდენტის შვილი მეჭირა ხელში, პრეზიდენტის შვილი.. სანდრა შესულა ბავშვით მაღაზიაში. თვეების იყო მაშინ ნიკა. კონსულტანტ გოგოებს უთხოვიათ ხელში ავიყვანთო. სანდრასაც არ უთქვამს უარი ..

დაწვრილებით მიყვებოდა გოგო ამ ამბებს, რა ეცვა, რა იყიდა პრეზიდენტის ცოლმა, ისიც გაუკვირდა, რაღაც იაფი რო შეარჩია, მარა ყველაზე მთავარი ეგ იყო -“ პრეზიდენტის შვილის ხელში აყვანის უფლება მოგვცა!!!”. უხაროდა. მე კიდე ის მიხაროდა, როგორ ნაკერავზე ხევდა პირველი ქალბატონიც და პრეზიდენტიც ქართველთა კომპლექსებს, პრეზიდენტის კი არა, დირექტორი კაცის გამოჩენაზე დერეფანს რო აკეთებდა სამეზობლო. ახლაც კი , ამდენი წლის შემდეგ მბაპემ გააკვირვათ – ამხელა პრეზიდენტ მაკრონს ზედ არ შეხედა, არ მილაქუცებიაო. ჰოდა. ვინც არ იცის, თავი გაანძრიოს და იქნებ წარმოიდგინოს , ახლაც თუ ეგ უკვირთ, რა იქნებოდა ოცი წლის წინ. იმის წინ.. ყველა ის ცვლილება, რაც მოხდა , არ მომხდარა თავისთავად. გამიზნული პოლიტიკის შედეგიც იყო და იმის შედეგიც, როგორებიც იყვნენ სააკაშვილი და მისი ცოლი. ძალიან განსხვავებულები აქაური ფეოდალ- ყმებისგან. თუ უფროსი დასტოინად არ აზის თავზე და ვაჟნად არ უფროსობს, არსით ყმებს არც მოსწონთ, არც უყვართ ეგეთი უფროსი. ამ ტიპის საზოგადოება იყო. ( იყო რაა, ახლაც ასეთია პრინციპში :დ)
დღეს იმ პატარა ნიკას დაბადების დღე ყოფილა. მძიმე ბავშვობა ჰქონდა ამ კარგ ბიჭს. მტერს არ ვუსურვებ, ბავშვობიდან მოესმინოს ამდენი ცილისწამება, ტყუილი, თეთრზე შავი და კარგზე ცუდი.. აი თუნდაც ამ წუთებში წავიკითხე 2011 წლის განიუსებული:
“მიხეილ სააკაშვილმა მის მცირეწლოვან: შვილ ნიკას სასტუმრო “შერატონი” აჩუქა” .. ლეობორისტი კახა ძაგანია სწერს. როგორია ამდაგვარების მოსმენა და ასეთებში არსებობა პატარა ბავშვისთვის. მძიმე, ძაან მძიმე ტრავმებია. ვუსურვებ ნიკას იყოს ძალიან ძლიერი , ტრავმებს იქეთ მიაყენოს ტრავმა, იყოს ამაყი მშობლებით, იყოს ბედნიერი და ლაღი

Share.