ესპანეთში მოღვაწე ქართველი სოპრანო ლალი ჭილაია გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ. როგორც ირკვევა ქართველი სოპრანოს მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.მეგობრები სოც ქსელში წერენ, რომ აღნიშნული პრობლემების გამო რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოხვდა და ოპერაციას გეგმავდა.
მათი ცნობით, ლალიმ ბოლო საუბრისას უთხრა, რომ ორშაბათს კლინიკიდან გაწერდნენ. თუმცა გუშინ ჩატარებული ოპერაციის დროს ჭილაიას გული გაუჩერდა.
”დამწუხრებული ვარ #ლალიჭილაიას გარდაცვალების ამბით. არასდროს დამავიწყდება ეს Dido & Aeneas, რომელიც ერთად გავაკეთეთ.. ღმერთმა ნათელში ამყოფოს 🙏🏻 ლალი. რა საშინელი ამბავია…” – წერს მეგობარი.
“მე ლამაზი მეგობარი მყავდა… აღარ არის ჩემი ლალი ღმერთმა ნათელში გამყოფოს.ვიცი ასეც იქნება იმდენი სიკეთე გაქვს დათესილი. არ მჯერა და სიტყვებს ვერ ვპოულობ. მსოფლიოს ყველა კუთხიდან გამაგებინეს შენი ამბავი… რეპეტიციიდან რომ დავბრუნდი, მთელი მადრიდი მირეკავდა” – წერს თეა დემურიშვილი.