ცოტახნის წინ ახალგაზრდა იურისტი ქალი, ქეთევან გიორგიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ცნობილი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ძალიან მიჭირს დაწერა. სამაგალითო, გენიოსი გოგო, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანული ენათმეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე, პიანისტი, ეროვნული პარლამენტის წარმომადგენელი! და კიდევ რამდენი… ღვთისნიერი, უმანკო, ანგელოზი! ქეთევან გიორგიშვილის გარდაცვალების ამბავი შემზარავი და
თავზარდამცემია. ძალიან ვწუხვარ…” – წერს მარიამ კუბლაშვილი.ახალგაზრდა ქალი გუშინ ტრაგიკულად გარდაიცვალა – ის მეცამეტე სართულიდან, სავარაუდოდ, გადმოვარდა. გამოძიება საქმეზე უკვე დაწყებულია.
წყარო:geoambebi.com