საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ ერთობლივი საგანგებო განცხადება გაავრცელეს, საიდანაც საფეხბურთო სამყარომ უმძიმესი ამბავი შეიტყო – საქართველოს ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების კანდიდატი დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალა.“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფუტსალის მოთამაშეს დავით ჯინჭარაძის გარდაცვალების გამო. იგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი იყო”, – წერია განცახდებაში.
დავით ჯინჭარაძე 24 წლის გახლდათ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი ერთ-ერთი გამორჩეული და პერსპექტიული მეკარე გახლდათ. პირადად მისი დიდი დამსახურებაა, რომ ისტორიაში პირველად კსუ (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) დასრულებულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.