“გლოვობს მთელი საქართველო ამ გმირ ადამიანს..” – ნახეთ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა,ცნობილია ვინაობა

0

უკ­რა­ი­ნა­ში, მა­რი­უ­პოლ­თან ბრძო­ლის დროს კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი, ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში ახ­ლა­ხანს გავ­რცელ­და. ბახ­ვა ჩი­ქო­ბა­ვა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რის, გივი თარ­გა­მა­ძის მე­გო­ბა­რი იყო. თარ­გა­მა­ძე მის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუქ­ში” ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:
მეორედ დამემართა ცხოვრებაში. პირველად – აფხაზეთის ომის დროს ჩემს უმცროს მეგობარ მიროტაზე. და დღეს. გუშინ ამიტანა წინათგრძნობამ, ვერ მოვისვენე, დღეს დილით ხუთის ნახევარზე მივწერე – გთხოვ, ერთი სიტყვა, რომ კარგად ხარ. მაგრამ….

დილით საერთო მეგობარმა რომ დარეკა ფრონტიდან, პირველ ზარზე არ ავიღე. ვიცოდი, რაც უნდა ეთქვა და არ მინდოდა გაგონება. მეორე ზარზე – რაღა გზა იყო. ავიღე, ვკითხე – ბახვა? ხოო. ჩვენი უმაგრესი, უვაჟკაცესი, უკარგესი ბიჭი. სამი კვირა 24 საათი სულ ბრძოლაში იყო. მანამდე – 2014 წლიდან სულ მარიუპოლში. მანამდე – სულ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური. მერე – ნაძირალა ქოცებისგან დევნილი, შეთითხნილი ბრალდებით დაკავებული, იძულებით გათავისუფლებული, მუდმივ წნეხში მყოფი ოჯახით, მიგზავნებით – ჩამოვიდეს, იქ ნუ ომობს. ვერც ხვდებოდნენ, რანაირ ბიჭზე იყო საუბარი. ბახვა ჩიქობავა აღარ არის, მაგრამ, ის სულ იქნება, სულ, ჩვენს გულებში, თავის შვილებში, შვილიშვილებში, მადლიერ უკრაინელებში, ქართველებში. ის საქართველოს მეომარი იყო. პატივი მივაგოთ მას❤🇬🇪😪

Share.